სქოულზი:
Aa
Aa

სქოულზი: "ამ "იუნაიტედში" საკუთარი თამაშის ჩვენება ლიონელ მესისაც გაუჭირდებოდა"!

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერს" სერიოზული პრობლემები რომ აქვს ახალი ამბავი არაა. "იუნაიტედი" საშინელ ფეხბურთს თამაშობს და თუ ბრიტანულ ტაბლოიდებს დავუჯერებთ გუნდის შიგნითაც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში "ნიუკასლთან" საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს და ქომაგებს იმედები ჩაუსახეს. მიუხედავად ყველაფრისა, "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი, პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ გუნდი წლევანდელ სეზონში დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.

ლეგენდარულმა ინგლისელმა "იუნაიტედის" სათამაშო ფორმის და კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა:

გადახედეთ მანჩესტერის ახლანდელ შემადგენლობას, გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ იუნაიტედს უმაღლესი კლასის ფეხბურთელი არ ჰყავს. საუბარი დე ბრუინის, აზარის და დავიდ სილვას მსგავს მოთამაშეებზე მაქვს. ისინი ნახევარდაცვას თავდამსხმელებთან აკავშირებენ, რაც თანამედროვე ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

"სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, მანჩესტერში გადმოსულ მოთამაშეებს რაღაც ემართებათ და თავის გამოჩენას ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, ლიონელ მესიც რომ გადმოვიბიროთ, ამ იუნაიტედში საკუთარი თამაშის პოვნა მასაც გაუჭირდებოდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები