ო'სალივანი:
Aa
Aa

ო'სალივანი: "არ ვიცი, მესის თამაშს რა ჰქვია, თუმცა, ნამდვილად სხვა თამაშია"

ლეგენდარული ინგლისელი სნუკერის მოთამაშე, რონი ო’სალივანი სპორტის გურმანია და ამ კუთხით საკმაოდ გათვიცნობიერებულიც გახლავთ.

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონს ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარს და ხშირად უყურებს. მას ლიონელ მესის თამაში ხიბლავს და აცხადებს, რომ არგენტინელი ყველასგან განსხვავებულად თამაშობს.

როგორ შეიძლება, მესის თამაშის ყურება არ გიყვარდეს, ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავს. ის ბურთთან მოპყრობის ოსტატია და უბრალოდ ბრწყინვალეა, რომ ჩვენ მის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყოველკვირეულად თვალს ვადევნებთ.

სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთეულთა თამაშებს ვუყურებ. ასე კი იმიტომაა, რომ მათ განსაკუთრებულად ლამაზი სტილი აქვთ.

მესი სწორედ ასეთია. ყველა სხვა ფეხბურთს თამაშობს, მაშინ როცა, მას სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თამაში აქვს შექმნილი და მას თამაშობს. ნამდვილად არ ვიცი, მესის თამაშს რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ ეს სხვა თამაშია“.

რონი ო’სალივანი სნუკერს პროფესიონალურ დონეზე 1992 წლიდან თამაშობს, ბოლო მსოფლიო ჩემპიონობა კი 2013 წელს მოიპოვა. სალივანი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა, იგი მარკ სელბისა და მარკ უილიამსს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები