ფლოიდ მეივეზერი კანელო ალვარესმაც გამოიწვია
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი კანელო ალვარესმაც გამოიწვია

კანელო ალვარესმა ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია. მექსიკელ მოკრივეს ლეგენდარულ ამერიკელთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა და რევანშის აღება სურს.

ბოლო პერიოდში მეივეზერის დაბრუნების შესახებ ბევრი იწერება. თავდაპირველად ინფორმაცია ფლოიდისა და მენი პაკიაოს ბრძოლის შესახებ ვრცელდებოდა, რამდენიმე დღის წინ კი მეივეზერთან დაპირისპირების სურვილი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოთქვა.

როგორც ჩანს აღნიშნულ სიას კანელო ალვარესიც შეუერთდა. მექსიკელი სპორტსმენი 15 დეკემბერს, ბრიტანელ. როკი ფილდინგს, დაუპირისპირდება, თუმცა კარიერაში ერთადერთი მარცხის გამო მეივეზერთან რევანშის აღების სურვილი მაინც აქვს.

„ფლოიდის წინააღმდეგ რინგზე სიამოვნებით გამოვიდოდი. თუ მას დაბრუნება სურს მიზნის მისაღწევად ღირსეული გზა უნდა აირჩიოს და რევანშის აღების საშუალება მომცეს“.

„როდესაც ერთმანეთს პირველად დავუპირისპირდით ახალგაზრდა ვიყავი და მან გამოცდილების ხარჯზე მაჯობა. იგი დიადი მებრძოლია, მაგრამ მაშინ გამოუცდელობის გამო დავმარცხდი“.

„დარწმუნებული ვარ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. თუ მას დაბრუნება სურს მე რინგზე სიამოვნებით გამოვალ და ხალხს ვანახებ რეალურად საუკეთესო ვინაა. ვნახოთ რა მოხდება“.

ცხელი ამბები