როჯერსი: სუარესი „ბარსელონაში“ კიდევ უფრო დაიხვეწა
Aa
Aa

როჯერსი: სუარესი „ბარსელონაში“ კიდევ უფრო დაიხვეწა

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა და ურუგვაელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სუონსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, ერთხელ „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაში მოგვიწია, რომლის ღირსებასაც სუარესი იცავდა. თავიდან მეგონა, რომ უბრალო პარაზიტი იყო. ის მუდამ ტრიალებდა მეტოქის საჯარიმოსთან, მცველების შეცდომებს ელოდა და სპეკულირებდა. მას შემდეგ ლუისი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა, „ბარსელონაში“ გადასვლამ კი ის კიდევ უფრო დახვექა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად თამაში მას სრულყოფილებაში ეხმარება. გაკვირვებული ვარ, რომ იგი წელს ვერ მოხვდა პირველ სამეულში, თუმცა მჯერა, რომ ის ოქროს ბურთს აუცილებლად მოიპოვებს მომავალში“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები