ქართველი კალათბურთელები არგენტინასთან დამარცხდნენ
Aa
Aa

ქართველი კალათბურთელები არგენტინასთან დამარცხდნენ

საქართველოს 3X3 კალათბურთელთა ნაკრები ახალგაზრდულ ოლიმპიადას გამოეთიშა.

არგენტინის დედაქალაქ, ბუენოს აირესში მიმდინარე ოლიმპიადის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მასპინძლებს დაუპირისპირდნენ და 21-12 დამარცხდნენ.

შეხვედრა არგენტინელების კარნახით წარიმართა. ქართველებმა მატჩის მიწურულს შეხვედრის შემოტრიალება სცადეს, თუმცა მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ნახევარფინალის საგზური დამაჯერებლად მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები