ნურმაგომედოვის მენეჯერი მაკგრეგორის კომენტარს და 50 Cent-ის შემოთავაზებას გამოეხმაურა
Aa
Aa

ნურმაგომედოვის მენეჯერი მაკგრეგორის კომენტარს და 50 Cent-ის შემოთავაზებას გამოეხმაურა

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, კონორ მაკგრეგორის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა ბრძოლის წინ გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ განაცხადა: „მისი მენეჯერი ჩამშვები, ტერორისტი და ნამდვილი ვირთხაა. აბდელაზიზი 2001 წლის 11 სექტემბერს კაირო-ნიუ იორკის რეისიდან ჩამოსვეს! მას თან 5 პასპორტი აღმოაჩნდა! მან პოლიციასთან საუბრისას საკუთარი მეგობრები ჩაუშვა! სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იმყოფება ეს ადამიანი ამ ქვეყანაში. იმიგრანტებს პრობლემები მუდამ ექმნებათ, გამონაკლისი არც ჩემი ოჯახია და წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის ფონზე ეს კაცი მაინც თავისუფლად დადის“.

TMZ-თან საუბრისას აბდელაზიზმა აღნიშნა: „კონორის დედაც! კონორი ნამდვილი ძუ*ნა და არარაობაა! მას აუცილებლად ვცემ! არავის შეუძლია თქვას მაკგრეგორი კაციაო. ნამდვილი კაცები ბრძოლისას არ ნებდებიან! კონორი კი დანებდა"!

ნურმაგომედოვის მენეჯერი 50 Cent-ის შემოთავაზებასაც გამოეხმაურა და განაცხადა: „ორი მილიონი?! ორი მილიონის სანაცვლოდ ხაბიბი კოკა-კოლასაც არ გახსნის. ნურმაგომედოვი მხოლოდ სერიოზული თანხის სანაცვლოდ იჩხუბებს. შემოგვთავაზონ 50 მილიონზე მეტი და შემდეგ ვილაპარაკოთ! 2 მილიონი? ორი მილიონი არაფერია“.

ცხელი ამბები