მეივეზერმა ხაბიბის გამოწვევა მიიღო!
Aa
Aa

მეივეზერმა ხაბიბის გამოწვევა მიიღო! "მოდით, კიდევ ერთხელ გავხადოთ ვეგასი დიდებული"

UFC-ის ორი უძლიერესი მებრძოლის ირლანდიელი კონორ მაკგრეგორისა და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება წარმოშობით დაღესტნელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ამ მომენტისთვის ხაბიბის კარიერული მონაგარი ასე გამოიყურება - 27 გამარჯვება და 0 მარცხი.

ნურმაგომედოვს როგორც ჩანს ამბიციები მოეძალა და კონორ მაკგრეგორის გზას დაადგა.

საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს ბრძოლაში იწვევს.

"ფლოიდ მოდი! ბრძოლისთვის მე მზად ვარ. 50:0-ზე vs 27:0-ზე. ორი ადამიანი, რომლებიც არასდროს დამარცხებულან.

რატომაც არა? ხომ იცი ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა და ეს რა თქმა უნდა ეს მე ვარ, რადგან შენ მაკგრეგორი ვერ დააგდე, მე კი ეს ადვილად მოვახერხე".

და აი ისიც! მეივეზერის პასუხმა არ დააყოვნა! დაუმარცხებელმა ფლოიდმა ხაბიბს ინსტაგრამისა და ტვიტერის მეშვეობით უპასუხა.

"CBS, Showtime და MGM Grand - მოამზადეთ ჩეკები! შედით ჩემი აგენტის ლეონარდ ელერბის გვერდზე და იხილეთ ხაბიბის გამოწვევა. მოდით, კიდევ ერთხელ გავხადოთ ვეგასი დიდებული".

ხაბიბმა მეივეზერს ვეგასის შესახებ ხუმრობით უპასუხა: "მაგრამ ვეგასი არა, მათ ჩემი ფულის გადახდა არ სურთ".

როგორც ჩანს, მალე კიდევ ერთ დიდ დაპირისპირებას ვნახავთ!

ცხელი ამბები