Aa
Aa

"რა თქმა უნდა მან ჩემზე გამოიწია" - ფერგიუსონმა ბექჰემთან ინციდენტი გაიხსენა

ფეხბურთის ისტორიაში უამრავი კონფლიქტი მომხდარა და მათგან ბევრი იმდენად გახმაურებული იყო, რომ ის დღემდე აქტუალურია.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირება დევიდ ბექჰემსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის 2003 წელს მოხდა, რომელიც ინგლისელი ფეხბურთელის გახეთქილი წარბით დასრულდა.

ლეგენდარულმა ფერგიმ თავის ბიოგრაფიულ წიგნში ხსენებული ისტორია გაიხსენა.

დევიდი თავის ბოლო მანჩესტერულ სეზონში დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. ჩვენ მას ვაკვირდებოდით და ვარჯიშზე მისი შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იყო.

მის მიმართ რეალის ინტერესის შესახებ ინფორმაცია გვქონდა.

მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მას ტრადიციული ფორმა დაკარგული ჰქონდა.

ერთ-ერთ ვარჯიშზე ის ჩემგან დაახლოებით 12 ფუტის მოშორებით იდგა. ჩვენს შორის ძირს ბუცები ეწყო. დევიდმა შეიგინა. მე მისკენ წავედი და როცა მივუახლოვდი ბუცს ფეხი მივარტყი.

ის პირდაპირ თვალს ზემოთ მოხვდა და რა თქმა უნდა მან ჩემზე გამოიწია, თუმცა ბიჭები შუაში ჩადგნენ.

დაჯექი! ვუთხარი მე. შენ გუნდი დააღალატე. შენ შეგიძლია იჩხუბო ისე, როგორც მოგესურვება.

მეორე დღეს, ეს ისტორია უკვე პრესაში მოხვდა. საუბარი იყო ბუცით მიერ მიყენებულ ზარალზე. ამის შემდეგ მე კლუბს გავესაუბრე და მათ დევიდის გუნდიდან გაშვება მოვთხოვე.

ბორდის მიმართ ჩემი მესიჯი ასეთი იყო - როდესაც მოთამაშე გუნდში თავს მწვრთნელზე მაღლა აყენებს, ის უნდა წავიდეს.

ადრე მე ვამბობდი: იმ მომენტში, როდესაც მწვრთნელი გუნდში გავლენას კარგავს, შენ უკვე გუნდი აღარ გყავს. მართვის სადავეები ფეხბურთელების ხელში გადავა და ამის შემდეგ შენ პრობლემები შეგექმნება“.

ამ ისტორიის შესახებ უამრავი ჭორი და უამრავი ვერსია არსებობს. სერ ალექსმა თავის წიგნში თავისი ვერსიის შესახებ გვიამბო.

ვინ იცის, ერთ დღესაც იქნებ ბექჰემმაც გამოსცეს ბიოგრაფიული წიგნი და თავისი ვერსიის შესახებ ისაუბროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები