რაფა ნადალი
Aa
Aa

რაფა ნადალი "ავსრტალიის ღია პირველობას" საწყის რაუნდში გამოეთიშა

"ავსრტალიის ღია პირველობის" მე-2 სათამაშო დღის მთავარი სენსაცია "როდ ლეივერ არენაზე" დაფიქსირდა, სადაც ესპანურ დაპირისპირებაში 32 წლის ფერნანდო ვერდასკომ მსოფლიო ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი 7:6 4:6 3:6 7:6 6:2 დაამარცხა და ტურნირს მიღმა დატოვა.

"გადავწყვიტე ძალიან შემტევი ჩოგბურთი მეთამაშა და აქცენტი "ფორჰენდიდან" აგრესიულ თამაშზე გამეკეთებინა, თუმცა იმას, რაც მოხდა სიმართლე გითხრათ არ ველოდი. ახლა უკვე შემდეგ რაუნდზე ვფიქრობ და ვეცდები, იქაც საუკეთესო თამაში ვაჩვენო" - უთხრა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ვერდასკომ.

უნდოდა თუ არა მედიასთან კომენტარის გაკეთება თავად ნადალსაც მოუწია...

"ის მეხუთე სეტში საოცრად ათამაშდა, თითქმის ყველა დარტყმა ზუსტი და რთულად მოსაგერიებელი გამოსდიოდა".

"ეს შედეგი განსაკუთრებით ცუდია იმ ფონზე, რომ გასულ წელს აქ 1/4 ფინალში ვითამაშე, ახლა კი"... - განაცხადა დამწუხრებულმა რაფამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები