ლოთარ მათეუსი:
Aa
Aa

ლოთარ მათეუსი: "დროა ტერ შტეგენმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს"

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლოთარ მათეუსი, მიიჩნევს, რომ დროა ეროვნული გუნდის ძირითად მეკარედ ტერ შტეგენი მოგვევლინოს. ლეგენდარული ფეხბურთელის ასეთი პოზიცია მანუელ ნოიერის არასტაბილურმა თამაშმა განაპირობა. „ბაიერნის“ კიპერი ფორმიდანაა ამოვარდნილი და ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ სერიოზული კრიტიკის ობიექტად იქცა. რაც შეეხება ტერ შტეგენს, ამ უკანასნელმა წლევანდელ სეზონში ნაკრების მაისური ამხანაგურ მატჩებში ორჯერ მოირგო, მიუხედავად ამისა, მათეუსი დარწმუნებულია, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში გამწესებას იმსახურებს.

„მანუელ ნოიერი ისეთი სტაბილური და შთამბეჭდავი აღარაა, როგორიც ტრავმის მიღებამდე იყო. იგი ჩვეულ ფორმაში ვერა და ვერ შევიდა და დაკარგული სტატუსის დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. რაც შეეხება ტერ შტეგენს, იგი წლებია „ბარსელონას“ რიგებში უმაღლეს დონეზე თამაშობს. ვფიქრობ, მან გადამწყვეტ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში გამწესება დაიმსახურა, მაშინაც კი, როდესაც ნოიერს მოედანზე გამოსვლა შეუძლია“.

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები