Aa
Aa

გამარჯვება ნოკაუტით! დავით ქირია კიკბოქსის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

ჩინეთში მიმდინარე კიკბოქსის მსოფლიო ჩემპიონატზე (Kunlun Fight) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ქართველი დავით ქირია.

მერვედფინალში რუსი ანატოლი მოისეევის ძლევის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მეოთხედფინალში მაროკოელი ნორდინ ბენ მოჰი დამაჯერებლად დაამარცხა.

ქირიამ სანახოაბრივი ორთაბრძოლა ნოკაუტით დააგვირგვინა და ნახევარფინალში გავიდა.

წარსულში, მსუბუქ წონაში „გლორი“-ს მსოფლიო ჩემპიონმა ქირიამ მეოთხედფინალში რუსი მოისეევის ძლევის შემდეგ გამარჯვება 2008 წელს ომში დაღუპულ ქართველებს მიუძღვნა.

აქვე გეტყით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ დავით ქირიამ ორთაბრძოლაში ჯონეი რისკო გამოიწვია.

ცხელი ამბები