50 Cent:
Aa
Aa

50 Cent: "მზად ვარ ხაბიბს დღესვე გადავუხადო 2 მილიონი დოლარი, თუ ის UFC-ის დატოვებს"

კონორ მაკგრეგორთან მოგებული ორთაბრძოლისა და შემდგომი სკანდალური ქმედებების გამო ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-სთან სერიოზული პრობლემები აქვს.

დღემდე უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება მისი კარიერა.

ამასობაში, ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა კერტის ჯექსონმა, იგივე 50 cent-მა ხაბიბს UFC-ის დატოვება და ბელატორში გადასვლა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც ის მზად არის, რომ მას 2 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

რეპერმა ეს ინფორმაცია საკუთარი ინსტაგრამის გვერდის საშუალებით გაავრცელა.

„ვფიქრობ UFC-ი ხაბიბის მიმართ არასწორად იქცევა. ისინი იმავე სიტუაციაში მაკგრეგორთან მიმართებაში სხვაგვარად მოიქცნენ.

მე მზად ვარ ხაბიბს დღესვე გადავუხადო 2 მილიონი დოლარი, თუ ის UFC-ის დატოვებს, ბელატორში გადმოვა და ჩემთვის იჩხუბებს.

დანა უაითსა და თქვენს კონტრაქტებსაც მივხედავ. UFC-ი ქალაქში ერთადერთი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ზუბაირასაც შეუძლია, რომ ჩვენთან მოვიდეს“.

ხაბიბს დიდი დრო არ დასჭირვებია. ნურმაგომედოვის პასუხი ასეთი იყო: „უბრალოდ მითხარი სად მოვიდე“.

რეპერის პასუხიც მალევე დაიწერა: „მე ნამდვილად არ ვხუმრობ ხაბიბ“.

აქვე გეტყვით, რომ ბელატორი ლათინური სიტყვა არის და მებრძოლს ნიშნავს. ის UFC-ის შემდეგ სიდიდით მეორე ორგანიზაცია გახლავთ.

ცხელი ამბები