ლუკაკუ
Aa
Aa

ლუკაკუ "იუვეში" - "რატომაც არა"?!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ „იუვენტუსში“ გადასვლის წინააღმდეგი არაა. შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ბელგიელი 2017 წლის ზაფხულში გადმოიბირეს და მის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ბოლო პერიოდში ლუკაკუ არც თუ ისე კარგად გამოიყურება და კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით ბელგიელი „იუნაიტედში“ ყოფნით ბედნიერი არაა და განსაკუთრებით გუნდში ჟოზე მოურინიოს ყოფნა აღიზიანებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც რომელუმ იტალიურ გაზეთს, „Gazzetta dello Sport”-ს მისცა, კითხვაზე გადავიდოდა თუ არა სერია ა-ში? ასეთი პასუხი გასცა: „რატომაც არა?! დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება“.

ლუკაკუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ბელგიელის თქმით თუ იგი იტალიაში გადავა, კარიერას აუცილებლად „სკუდეტოს“ მოქმედი მფბლობელის რიგებში გააგრძელებს.

„იუვენტუსს საოცარი სამუშაო გეგმა აქვს და გუნდი უკან არასდროს იხევს. „იუვე“ ყოველწლიურად ძლიერდება და ეჭვგარეშეა, რომ დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბია. ტურინელებს შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩევა, თუმცა ყურადღების გამახვილება სხვებზეც შეიძლება. პაოლო დიბალა საოცრად ასპარეზობს და პროგრესს ეტაპობრივად განიცდის. ჩემი ფავორიტი კი დუგლას კოშტაა. იგი ნიჭიერი მოთამაშეა და მისი კარიერა ამტკიცებს, რომ ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები