ტებასი:
Aa
Aa

ტებასი: "რონალდუს წასვლა პანიკაში არ ჩაგვაგდებს, ეს რომ 4 წლის წინ მომხდარიყო მაშინ..."

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჩემპიონატზე და მისი როგორც ბრენდის უფრო მიმზიდველად ქცევის გზებზე ისაუბრა.

ტებასი ასევე რონალდუს წასვლასაც შეეხო. როგორც ჩანს, ის ამ ფაქტს არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრეზიდენტს სურს, რომ ლიგაში გაცილებით მეტი მაღალი დონის მწვრთნელი იმყოფებოდეს.

"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ლა ლიგა იყოს იმ დონის ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელსა თუ კლუბზე მაღლა იდგება.

რონალდუს წასვლა პანიკაში არ ჩაგვაგდებს. ეს რომ 4 წლის წინ მომხდარიყო მაშინ ამ დანაკლისს 10 ბალიანი სისტემიდან 9-ზე შევაფასებდი, თუმცა ეს ყველაფერი დღეს მოხდა და ამჟამად ათიდან 4-ზე, ან 3-ზე შევაფასებ.

რა თქმა უნდა ჩემი სურვილია, რომ ყველა მაღალი დონის მოთამაშე და მწვრთნელი ლა ლიგაში იმყოფებოდეს, მაგალითად მოურინიო და გუარდიოლა.

თუ, ჩვენ ავიღებთ პრემიერლიგის მაგალითს ვნახავთ, რომ მათ ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი მაიკლ ოუენამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ ჰყოლიათ. ასევე, FIFA-ს წლის გუნდში პრემიერლიგის წარმომადგენლებს ძალიან იშვიათად ვხვდებით, თუმცა ეს ლიგა სახესა და გავლენას მაინც ინარჩუნებს და დღემდე ყველაზე მაღალშემოსავლიან ბრენდად რჩება საფეხბურთო სამყაროში.

ეს ყველაფერი გვანახებს, რომ თუ თქვენ გაქვთ ისეთი ბრენდი, როგორიც არის პრემიერ ლიგა, ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ საუკეთესო მოთამაშეები მხოლოდ საუკეთესო ლიგაში გამოდიოდნენ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები