წართმეული ჩემპიონობა -
Aa
Aa

წართმეული ჩემპიონობა - "მატეო ლაოსი გასახდელში შემოვიდა და შეცდომის გამო მოგვიბოდიშა"

2013-2014 წლების სეზონი ფეხბურთის ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რადგან ამ წელს ესპანეთის ჩემპიონატში იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა - ლა ლიგის ჩემპიონი არც "ბარსა" და არც "რეალი" არ გამხდარან. ჩემპიონის ტიტული დიეგო სიმეონეს მადრიდის "ატლეტიკომ" მოიპოვა.

"კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა ყველაფერს წყვეტდა. თუ, ტატა მარტინოს "ბარსელონა" მატჩს მოიგებდა ჩემპიონები ისინი ხდებოდნენ, "როხიბლანკოს" ფრეც აწყობდა.

მატჩი საბოლოოდ 1:1 დასრულდა. ალექსის სანჩესის გოლს დიეგო გოდინმა უპასუხა.

შეხვედრაში იყო ერთი ძალიან საკამათო ეპიზოდი, რომელიც როგორც შემდეგში გაირკვა საბედისწერო შეცდომა გამოდგა.

ლეო მესიმ ანგარიში 2:1 გახდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა მატეო ლაოსმა გოლი თამაშგარის გამო გააუქმა. გამეორებაზე კი გამოჩნდა, რომ მესის ბურთი "ატლეტიკოს" მოთამაშისგან მიუვიდა და ბუნებრივია თამაშგარეც არ იყო.

 

ხსენებული საღამო ტატა მარტინოს თანაშემწემ ელვიო პაოლოროსომ გაიხსენა და აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ მატეო ლაოსი "ბარსას" გასახდელს ესტუმრა და გუნდს შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა.

"მიუხედავად ყველაფრისა ჩევნ ამ გადამწყვეტ მატჩამდე მივაღწიეთ, სადაც მესიმ განახორციელა დარტყმა, რომელიც ჩვენ ჩემპიონებს გვხდიდა და მსაჯმა ის გააუქმა.

დაახლოებით ღამის ორი საათი იყო. ჩვენ გასახდელში ვიჯექით და ვტიროდით, ამ დროს მატეო ლაოსი მოვიდა და შეცდომის გამო მოგვიბოდიშა. ეს რთული სეზონი იყო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები