დავიდ ლუისი კოშტას
Aa
Aa

დავიდ ლუისი კოშტას "პსჟ"-ში ეპატიჟება

დავიდ ლუისი თავის ყოფილ თანაგუნდელს დიეგო კოშტას "პსჟ"-ში უხმობს.

"თუ კოშტა გადაწყვეტს, რომ გუნდი და ჩემპიონატი გამოიცვალოს, მინდა იცოდეს, მას პარიზში სიამოვნებით მიიღებენ".

"იგი შესანიშნავი თავდამსხმელია, ბევრი საჭირო თვისებით გამოირჩევა და ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ძალიან გამოადგებოდა".

"მე და დიეგოს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ის მოედნის გარეთ კარგი ბიჭი და სასიამოვნო ადამიანია". - განუცხადა ფრანგულ პრესას დავიდ ლუისმა. 

შეგახსენებთ, რომ კოშტა "ჩელსიში" 2014 წელს გადავიდა და "ლურჯების" მაისურით ჩატარებულ 44 თამაშში 27 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები