3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფშია
Aa
Aa

3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფშია

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფში გავიდა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთ ქართულ ნაკრებს პლეი ოფში არ უასპარეზია.

ქართველებმა სლოვენიასთან გამოუცხადებლობის გამო წაგებული მატჩის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი სამივე შეხვედრა მოიგეს და ოლიმპიადის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ.

13 ოქტომბერს, ქართველებმა ორივე მატჩში გაიმარჯვეს.

ახალგაზრდა კალათბურთელებმა  ჯერ თურქმენეთი 20:9 გაანადგურეს, შემდეგ კი უშუალო კონკურენტ ჩინეთს 15:10 სძლიეს.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი არგენტინა იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები