Aa
Aa

"თუ ვინმე მკითხავს ვისი ხელმძღვანელობით მსურს თამაში, ჩემი პასუხი იქნება - მოურინიო"

ლონდონის "ჩელსის" ლიდერმა ედენ აზარმა HLN-თან საუბრისას ჟოზე მოურინიოსთან გატარებული წლები გაიხსენა.

აზარმა ჟოზეს სამუშაო სტილზე ისაუბრა და მასთან ერთად გუნდში ყოფნის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

"ბოლო სეზონში მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში სასიამოვნო აღარ იყო. ჩენ ვეღარ ვიმარჯვებდით და ხალისის გარეშე ვვარჯიშობდით. ყველასათვის კარგი იყო, რომ კლუბისა და ჟოზეს გზები გაიყო და ურთიერთობა დასრულდა.

თუ, ახლა ვინმე მკითხავს ვისი ხელმძღვანელობით მსურს თამაში, ჩემი პასუხი იქნება - მოურინიო.

თუ, შედეგი მისაღები არ არის ის ფეხბურთელების გაკრიტიკებას იწყებს. ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. თავიდან რთული იყო, თუმცა შემდეგ ალღო ავუღეთ. ეს მისი სამუშაო სტილია.

როდესაც იმარჯვებთ, ასეთ შემთვევაში მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია თქვენთვის. ის თქვენი საუკეთესო მეგობარი ხდება. შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ რაც მოგესურვებათ. დასვენებისთვის ერთი დღე გინდათ? ის ორს მოგცემთ.

როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ასეთ შემთხვევაში მოურინიო ისეთ ფეხბურთს გვათამაშებს როგორიც მე მსურს - მარტივს.

მისი დაცვითი სტილის ფეხბურთი არც ისეთი ცუდია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა ის ძალიან შორსაა გუარდიოლას სტილისგან, თუმცა როდესაც ჩემპიონები გავხდით იმ სეზონში ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მე, ჩემს კარიერაში ბევრს არაფერს ვნანობ, თუმცა მოურინიოსთან ერთად "ჩელსიში" ვეღარ ვიმუშავებდი.

ჩვენ გვყავდა გუნდი, რომელსაც ტიტულების მოგება შეეძლო, თუმცა სეზონი ძალიან ცუდად დავასრულეთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები