Aa
Aa

შენგელიას გამარჯვება და მე-100 მატჩი ევროლიგაში!

2018-2019 წლების სეზონის ევროლიგის გათამაშებამ სტარტი აიღო. პირველი ტურის შეხვედრა გამართა ესპანურმა "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართელოს ნაკრების კალათბურთელები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ.

"ბასკონიამ" კაუნასის "ჟალგირისს" უმასპინძლა. შეხვედრა ვიტორიელთა გამარჯვებით 87:79 დასრულდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27:54 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 12 ქულა, 6 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.
აღსანიშნავია, რომ თოკომ ევროლიგაში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება მეტ ჯენინგს, მან 11 ქულის ჩაგდება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები