ედენ აზარი:
Aa
Aa

ედენ აზარი: "ლუკა მოდრიჩი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს"

ლუკა მოდრიჩი ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ხორვატმა ნახევარმცველმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მას მესი-რონალდუს ჰეგემონიის დამხობას უწინასწარმეტყველებენ.

ოქროს ბურთის გამარჯვებულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „ლონდონის ჩელსის“ ვარსკლავმა, ედენ აზარმა, დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ იგი აღნიშნულ პრიზზე ნომინირებულია, მიუხედავად ამისა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით ოქროს ბურთს მოდრიჩი მოიგებს.

„არ მგონია ოქროს ბურთი დავისაკუთრო. ჩემი აზრით აღნიშნულ ჯილდოს ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩი იმსახურებს. ხორვატი ნახევარმცველის გარდა კიდევ 3-4 ფეხბურთელის გამოყოფა შემიძლია. ვფიქრობ ურიგო ვარიანტი არც „მადრიდის რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელი, რაფაელ ვარანი, იქნება. გასულ სეზონში მან დიდ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგა და მუნდიალი მოიგო".

"სიმართლე გითხრათ ოქროს ბურთის მიღებას მეც ვიმსახურებ, მაგრამ ვფიქრობ ჯილდოს მოდრიჩი დაისაკუთრებს. ლუკამ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე, შესანიშნავად იასპარეზა და მის საოცარ თამაშს აუცილებლად დააფასებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები