რაული:
Aa
Aa

რაული: "კრიშტიანუ, "რეალი" და "ბარსელონა"?...

"რეალის" ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ რაულმა ჟურნალისტებთან ამ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე, კრიშტიანუ რონალდუზე, "ბარსას" ბოლოდროინდელ წარმატებაზე და გვარდიოლასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ცხოვრების ამ ეტაპზე სიმშვიდე მჭირდება, ვაპირებ უახლოეს ხანში საგანმანათლებლო პროგრამაში ჩავერთო და კონკრეტულ სფეროში ცოდნა გავიღრმავო, ეს სფერო კი სპორტული მარკეტინგი და ზოგადად, ბიზნესია. ისე კი, რა თქმა უნდა, "რეალში" დაბრუნება ნებისმიერ დროს გამიხარდება". 

"კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია, ის არაადამიანური ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. მე მასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს".

"როცა "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ფაქტი გამიხარდა, ვინაიდან ეს გუნდი ჩემ ქვეყანას წარმოადგენს".

"მე და გვარდიოლა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ვართ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ნაკრებში, მასთან აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა მაქვს და მომავალშიც მექნება... ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია"! - ციტირებს რაულის სიტყვებს ესპანური marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები