Aa
Aa

"ის თანაგუნდელებს პატივს არ სცემს" - ემოციური ვიდალი კლუბმა გააკრიტიკა

„ბარსელონას“ ჩილელმა ახალწვეულმა არტურო ვიდალმა გუნდში თავისი ყოფით უკმაყოფილება გამოთქვა.

„ტოტენჰემთან“ გამართული მატჩის შემდეგ ვიდალმა სოციალურ ქსელში გაბრაზებული სმაილი გამოაქვეყნა და პრესის ყურადღება მიიპყრო.

კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის პოზიციით კმაყოფილები არიან და ვიდალის გაბრაზება სავსებით ლოგიკური რეაქცია იყო, რადგან თამაში ყველა ფეხბურთელს სურს.

ამის შემდეგ არტურომ პრესასთანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მცირე სათამაშო დროის გამო ძალიან იმედგაცრუებულია.

ვიდალმა უკმაყოფილება მეორედ და ამჯერად პრესის საშუალებით გამოხატა, რაც კლუბს აღარ ესიამოვნა და „ბლაუგრანას“ სპორტულმა მენეჯერმა პეპ სეგურამ ჩილელს პასუხი გასცა.

ვიდალი თანაგუნდელებს პატივს არ სცემს, თუმცა მჯერა რომ ის ამას გამოასწორებს. თანაგუნდელები უნდა დააფასო და პატივი სცე.

გასული სეზონისგან განსხვავებით ჩვენ გაცილებით კარგად ვთამაშობთ, მიზანიც ეს იყო და ის შესრულებულია“.

არტურო ვიდალის ხისტი ხასიათის შესახებ ყველამ იცის. საინტერესოა რა გაგრძელება მოჰყვება ამ ინციდენტს.

ფაქტია, რომ ვალვერდე ვიდალს დიდად არ ენდობა და მას სათამაშო დროს მხოლოდ მატჩის მიწურულს აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები