რონალდუმ მაიორგასთან სექსუალური კავშირი აღიარა, თუმცა...
Aa
Aa

რონალდუმ მაიორგასთან სექსუალური კავშირი აღიარა, თუმცა...

ბოლო დღეებში კრიშტიანუ რონალდუ პრესის მთავარი თემაა. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა სასამართლოში უჩივის და მას ბრალს გაუპატიურებაში სდებს.

საქმე ეხება 2009 წლის ღამეს, რომელიც ლას ვეგასში იყო. როგორც 34 წლის მაიორგამ გერმანულ Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

რონალდუს ნევადის შტატის სასამართლოში უჩივლეს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საქმეში ჩართული არიან ფედერალებიც.

თავად ფეხბურთელი ბრალდებას უარყოფს. დღეს Mirror-მა პორტუგალიურ გამოცემა Correio da Manha-ზე დაყრდნობით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

კრიშტიანუს ადვოკატები, ფეხბურთელზე დაყრდნობით ავრცელებენ მის კომენტარს, სადაც ნათქვამია რომ 2009 წლის ხსენებულ ღამეს, რონალდუსა და კეტრინ მაიორგას მართლაც ჰქონდათ სექსი, რის შემდეგაც მათ ნომერი დატოვეს და ღამის კლუბში დაბრუნდნენ.

რონალდუს თქმით მაიორგა კმაყოფილი იყო და მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ორშაბათს ლას ვეგასის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ 2009 წლის საქმე ხელახლა გახსნეს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის პოზიცია ურყევია - ის აცხადებს, რომ რაც იმ ღამით მოხდა ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების შედეგი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები