ჯიმი ბატლერი:
Aa
Aa

ჯიმი ბატლერი: "თქვენ მე გჭირდებით! უჩემოდ ვერაფერს მოიგებთ"!

ჯიმი ბატლერის და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით 29 წლის კალათბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა ყველაფერი არც თუ ისე კარგად დასრულდა. ამერიკელი ჟურნალისტების ცნობით ბატლერი ლეიდენს, უიგინსს და თუნსს აქტიურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით ბატლერმა "ტიმბერვულვზის" მესამე ხუთეულის წევრები დაიმატა და ძირითად შემადგენლობას უშანსოდ მოუგო. ერთ-ერთ მომენტში ჯიმიმ „მინესოტას“ გენერალურ მენეჯერს, სკოტ ლეიდენს ასე მიმართა: „თქვენ მე გჭირდებით! უჩემოდ ვერაფერს მოიგებთ!“. 

ხსენებული ინციდენტის შესახებ ბატლერმა ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა: „გავრცელებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. კალათბურთი ძალიან მიყვარს და ბუნებრივია, როდესაც პარკეტზე გავდივარ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ მსურს“.

„იმ მომენტში ემოციები დამიგროვდა და მათი შეკავება ვერ მოვახერხა. იყო თუ არა ჩემი საქციელი სწორი? ალბათ არა! მაგრამ, როდესაც მოედანზე ვარ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთბ. კალათბურთი სწორედ ამიტომ მიყვარს“.

„თანაგუნდელებთან საუბრისას გულახდილი ვიყავი! იყო თუ არა ეს ყველაფერი გადამეტებული? ალბათ კი! მაგრამ ფაქტია, რომ გუნდში გულახდილად საუბარი არავის სურს. თუ ვარჯიშზე ვინმეს ჩემი ქცევა არ მოეწონა, შეუძლია მოვიდეს და პირდაპირ მითხრას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები