ხმა მიეცით ბასილაშვილს! - ATP-ს საიტზე წლის ჩოგბურთელის გამოკითხვა დაიწყო!
Aa
Aa

ხმა მიეცით ბასილაშვილს! - ATP-ს საიტზე წლის ჩოგბურთელის გამოკითხვა დაიწყო!

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ჩოგბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, საბოლოო შედეგები კი 3 ნოემბერს გახდება ცნობილი.

ATP-ს ოფიციალურ საიტზე ორი გამოკითხვაა - წლის საუკეთესო ჩოგბურთელისა და წლის საუკეთესო წყვილთა დუეტის. ხსენებული გამოკითხვები 2 ნოემბრის ღამეს დასრულდება და მეორე დღეს ფანების რჩეული ჩოგბურთელები გამოცხადდება.

ჩოგბურთის მოყვარულს შეუძლია, შევიდეს საიტზე და ხმა მისცეს მის ფავორიტ ჩოგბურთელს, ამ ყველაფერს კი სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

ქართველი გულშემატკივარი უკვე გააქტიურებულია და გამოკითხვის ქვემოთ კომენტარებში ბასილაშვილის მხარდამჭერი კომენტარებიცაა. გთავაზობთ ლინკს, რომელზეც გადასვლით და მარტივი პროცედურით შეგიძლიათ, წლის საუკეთესო ჩოგბურთელის გამოკითხვაში ნიკოლოზ ბასილაშვილს ხმა მისცეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები