ბეილი ტრავმირებულია!
Aa
Aa

ბეილი ტრავმირებულია!

მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, მართალია, "სპორტინგი" გაანადგურა და შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, თუმცა უსიამოვნო იყო ის, რომ ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო "სამეფო კლუბის" ერთ-ერთმა ლიდერმა გარეთ ბეილმა, რომელიც მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

უელსელს სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა და მედიკოსთა ვარაუდით, ფეხბურთელი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გამოაკლდება თავის გუნდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეილი ჩემპიონატში "ბეტისთან", "ესპანიოლთან" და "გრანადასთან" ვერ ითამაშებს. 

მიმდინარე სეზონში გარეთს "ლა ლიგის" 15 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რას იმაზე მიუთითებს, რომ იგი აშკარად უმატებს, ვინაიდან გასულ წელს მან ამდენივე გოლი მთლიან სეზონში (31 თამაშში მიიღო მონაწილეობა) შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები