აზარი:
Aa
Aa

აზარი: "რეალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა"

ესპანური As-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელი ლიდერი ედენ აზარი 2019 წელს მადრიდის „რეალში“ ითამაშებს.

„საუთჰემპტონთან“ მატჩის შემდეგ აზარმა ასეთი რამ თქვა: „არ მინდა, რომ დღეს თქვენ მოგატყუოთ. რეალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა“.

პრესა ვარაუდობს, რომ აზარი „რეალს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თუ არა, ზაფხულში აუცილებლად შეუერთდება.

ბელგიელის ტრანსფერი ამ ეტაპზე გარდაუვალი ჩანს. ფლორენტინო პერესი 100-120 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

თავის მხრივ, აზარი „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს გასდის.

როგორც ჩანს, ტიბო კურტუას შემდეგ „რეალი“ „ჩელსიდან“ ედენ აზარსაც გადმოიბირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები