რუნი:
Aa
Aa

რუნი: "მესი ყველა დროის საუკეთესოა...რონალდუ კი ერთი შეხებით თამაშობს"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად MLS-ში „დისი იუნაიტედის“ ღირსებას იცავს, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

რუნიმ არგენტინელი ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელა. „შრეკმა“ ასევე რონალდუსთან სხვაობაზე და „ბარსელონასთან“ ორჯერ წაგებულ ფინალზეც ისაუბრა.

ამ ორ ფინალში ჩვენი მეტოქე „ბარსელონას“ გარდა სხვა ნებისმიერი მეტოქე, რომ ყოფილიყო თქვენ ჩვენი მოგება გაგიხარდებოდათ.

ჩემი აზრით მათ საუკეთესო გუნდი ჰყავთ, ხოლო მესი საუკეთესო მოთამაშეა. რასაც ის მოედანზე აკეთებს ეს უბრალოდ დაუჯერებელია. მას ყველაფერი შეუძლია.

რონალდუ გარემარბობიდან ცენტრფორვარდი გახდა და ახლა ის ბომბარდირია.

იმის ნაცვლად, რომ მან რამდენიმე მეტოქე მოატყუოს, ის ერთი შეხებით თამაშობს და გოლები გააქვს.

მესი კი ყველაფერს აკეთებს - შენ ხედავ რომ მას გოლები გააქვს და იგი მოედნის სიღრმიდან ნახევარდაცვაში თამაშობს. ის ყველა დროის საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ რუნი და რონალდუ „იუნაიტედის“ ღირსებას ერთად 2004-2009 წლებში იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები