Globo Esporte:
Aa
Aa

Globo Esporte: "მილანმა" პაკეტას ტრანსფერი შეათანხმა!

ნიჭიერი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას გადაბირებით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება. როგორც Globo Esporte გვამცნობს, პაკეტამ შეთანხმებას "მილანთან" მიაღწია.

გამოცემის თქმით, 21 წლის ცაცია ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირის ბოლომდე ბრაზილიაში გაივლის, "როსონერის" კი იანვარში შეუერთდება. მილანელებს მისი ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომელსაც "ფლამენგო" ახლავე მიიღებს, ეტაპობრივად კი ბონუსები ჩაერიცხება.

Globo Esporte-ს სტატიაში ნათქვამია, რომ ტრანსფერში დიდი წვლილი ლეონარდოს მიუძღვის, მან მოლაპარაკებები ძალიან კარგად წარმართა და პაკეტამ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას, "მილანში" თამაში ამჯობინა.

ლუკას პაკეტა "ფლამენგოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს. მან ბრაზილიის სერია A-ს წლევანდელი სეზონის 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი წელს ჰქონდა და უკვე 2 სანაკრებო კეპი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები