ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა და შანხაის მასტერსს გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა და შანხაის მასტერსს გამოეთიშა

შანხაის მასტერსზე წარმატებული სტარტის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე რაუნდში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს ალექსანდრ ზვერევს ვერაფერი მოუხერხა და 2 სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი თამაში ვერ აჩვენა. სადავეები ხელიდან გაექცა და ლოგიკური მარცხიც იწვნია.

გერმანელი საკუთარ ჩაწოდებებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ბასილაშვილს კი 5 ორმაგი ჰქონდა, რამაც დიდწილად მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

რამდენიმე ეპიზოდში ნიკას შეხვედრის შემობრუნების შანსი მიეცა, თუმცა არადამაჯერებლად და გაუგებრად მოქმედებდა და საბოლოოდ მისი მარცხი ლოგიკური იყო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ ბეიჯინგის 500-იანი ტურნირი მოიგო და ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა - მსოფლიო რეიტინგში 23-ე ჩოგანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები