კალათბურთელების იოლი გამარჯვება იორდანიასთან და გაუგებრობა სლოვენიის ნაკრებთან
Aa
Aa

კალათბურთელების იოლი გამარჯვება იორდანიასთან და გაუგებრობა სლოვენიის ნაკრებთან

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა, ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, იორდანიის ნაკრები 21:4 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მაზიაშვილი გახდა , რომელმაც საქართველოს ნაკრებს 8 ქულა შესძინა.

ჩატარებული 2 ტურის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა.

მომდევნო ორ შეხვედრას ნაკრები 13 ოქტომბერს თურქმენეთთან და ჩინეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ შეხვედრაზე, რომელიც სლოვენიის წინააღგმდეგ უნდა გამართული, საქართველოს ნაკრები არ გამოცხადდა. დაგვიანების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

საქართველოს ღირსებას 3×3 კალათბურთში ოთარ პერტაია, ლუკა მაზანაშვილი, ზურაბ ჟღენტი და ლაშა მიქელაძე იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები