ედენ აზარი:
Aa
Aa

ედენ აზარი: "რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია"

ლონდონის ჩელსი შესანიშნავად გამოიყურება. კვირას "არისტოკრატებმა" "საუთჰემპტონი" გაანადგურეს და ტრადიციულად გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ედენ აზარმა შეიტანა. წლევანდელ სეზონში ბელგიელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია. 27 წლის შემტევი საოცარ ფორმაშია და პრემიერ ლიგის რვა შეხვედრაში 7 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული.

ლონდონელ გულშემატკივარს აზარი ძალიან უყვარს, თუმცა ამ უკანასკნელს კარიერის "მადრიდის რეალში "გაგრძელების პერსპექტივა კვლავ ხიბლავს. ედენმა საკუთარ მომავალზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა:

„არ მინდა დღეს ტყუილი ვთქვა ამიტომ ვიტყვი, რომ მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სამეფო კლუბის მაისურის მორგება ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ვნახოთ რა მოხდება“.

„ამ საკითხის შესახებ ყოველდღე საუბარი ნამდვილად არ მსურს. დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როდესაც ჩემს მომავალს განვიხილავთ. ყველა ადამიანს აქვს ოცნება, რომლის ასრულებასაც ცდილობს და გამონაკლისი არც მე ვარ. ბევრჯერ მითქვამს რომ მნიშვნელობა არ აქვს წავალ თუ დავრჩები, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები“.

„ზოგჯერ დილით ვიღვიძებ და ჩელსის დატოვება მინდა, ზოგჯერ ყველაფერი პირიქითაა. ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მიღება მიწევს და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“.

„არ მინდა ეგოისტურად მოვიქცე და გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან მივიღო. კლუბის ინტერესების გათვალისწინებაც მსურს. ჩელსიმ ჩემთვის ყველაფერი გააკეთა და ლონდონელების დაღალატების არანაირი სურვილი არ მაქვს. არ მინდა ჩელსისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განვაცხადო და შემდეგ სხვა გუნდში გადავიდე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები