Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ სვლას აგრძელებს. დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის მასტერსის პირველი რაუნდის შეხვედრა ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილის მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი გახლდათ. ამ უკანასკნელმა ნიკასთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და 2 სეტში, 6-2, 6-2 დამარცხდა.

ბასილაშვილს შეხვედრის სასურველი შედეგით დასასრულებლად 57! წუთი დასჭირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი მოაწოდა, არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და პირველ ჩაწოდებაზე 30-დან 24, ხოლო მეორეზე 16-დან 10 გათამაშება მოიგო. აღსანიშნავია რომ შაპოვალოვს მთელი მატჩის განმავლობაში ბრეიქ პოინთი არ ჰქონია.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება. ეს უკანასკნელი მაღალი დონის ჩოგბურთელია და მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები