მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "ოქროს ბურთი? რატომაც არა, მე არაფერს გამოვრიცხავ"

„პსჟ“-მ ლიგა ერთში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს „ლიონს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის გმირი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც პოკერის შესრულება შეძლო.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა პრესასთან ისაუბრა და ოქროს ბურთის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

ოქროს ბურთი? რატომაც არა. მე არაფერს გამოვრიცხავ. მუშაობას და პროგრესს განვაგრძობ და თუ ეს მოხდება, დაე მოხდეს. თუ არა, მაშინ პრობლემა არ იქნება.

ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია და ეს ყველამ იცის. მას რთული პერიოდი ჰქონდა და ახლა ის გვანახებს, რომ ყველაფერი დაძლია. ის ყველაფრის მოსაგებად მზადაა“.

მბაპეს ბრწყინვალე თამაშზე პარიზელთა გერმანელმა თავკაცმა ტომას ტუხელმაც ისაუბრა.

„ის ბევრს მუშაობს გუნდზე, საკუთარ თავზე და ტაქტიკურადაც. მან ოთხი გოლის სახით თავისი ჯილდო მიიღო, თუმცა ხუთის, ექვსის, ან შვიდის გატანაც შეეძლო.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მას თავდაჯერებულობა არ დაუკარგავს, ის შესანიშნავი იყო. ნეიმართან ერთად ისინი მთელი დროის მანძილზე ძალიან სახიფათოები არიან.

არის თუ არა მათი დუეტი დღეს საუკეთესო? ასე ვიტყვი, ნეიმარი-მბაპეს დუეტი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა არ დაგავიწყდეთ კავანი და დი მარია, ასევე სხვა მოთამაშეებიც“.

პარიზელები ლიგა ერთში საოცრად გამოიყურებიან. მათ ანგარიშზე 9 შეხვედრაში 9 მოგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები