იცოდით რომ... ლა ლიგის მერვე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... ლა ლიგის მერვე ტური

ლა ლიგის სატურნირო ცხრილი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. პირველ ადგილზე "სევილია" იმყოფება, ხოლო "რეალი" მეოთხე პოზიციას იკავებს. "სამეფო კლუბს" სერიოზული პრობლემები აქვს. "ლოს ბლანკოსს" ლა ლიგაში სამი თამაში არ მოუგია და წარმატებას ვერც ევროპულ სარბიელზე აღწევს.

კრიზისში იმყოფება "ბარსელონაც". მიუხედავად "ტოტენჰემთან" მოგებული მატჩისა "ბლაუგრანას" კარგი დრო ნამდვილად არ უდგას.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც ლა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

არტურმა „ვალენსიასთან“ მატჩში 142 გადაცემა შეასრულა, საიდანაც ზუსტი 135 აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჩავის შემდეგ სტუმრად ამდენი პასი ლა ლიგის არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ლეგენდარულმა ესპანელმა 2012 წელს „ლევანტესთან“ გასვლით დაპირისპირებაში 148 გადაცემას მოუყარა თავი.

არტურის მიერ შესრულებული 142 პასი ლა ლიგის წლევანდელ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლუის სუარესმა დანი ალვეშს გადაასწრო და ახლა ლიონელ მესის ურუგვაელის გადაცემებით 27 გოლი აქვს გატანილი.

უკანასკნელ 10 სეზონში, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, საჯარიმოს გარედან ლიონელ მესიზე მეტი გოლი არცერთ ფეხბურთელს გაუტანია. ლეოს ანგარიშზე 57 ბურთია.

წლევანდელ სეზონში ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის პაბლო სარაბიაზე მეტი გოლი მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა.(იგულისხმება ყველა ტურნირი)

კიკე სეტიენი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩებში დიეგო სიმეონეს დამარცხებას ვერა და ვერ ახერხებს. არგენტინელის გუნდმა 5 მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ მეტი ბურთის ფლობა არცერთ შეხვედრაში ჰქონია და მიუხედავად ამისა სეტიენის კოლექტივისგან გოლი არ მიუღია.

"ბარსელონას" გამარჯვება ლა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში არ უზეიმია. ბოლოს ასეთი რამ 2016 წლის აპრილში დაფიქსირდა, მაშინ „ბლაუგრანამ“ მეოთხეც ვერ მოიგო.

„ლეგანესმა“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამართული დერბი პირველად მოიგო.

1985 წლის შემდეგ „რეალმა“ გოლის გატანა ზედიზედ 4 შეხვედრაში პირველად ვერ შეძლო.

„სოსიედადმა“ სტუმრად „ბილბაოს“ დამარცხება უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 2-ში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ წინა 10 ბასკური დერბიდან მათ გამარჯვება მხოლოდ ერთში მოიპოვეს.

ული შტელიკე ერთადერთი გერმანელია, რომელსაც „რეალის“ მაისურით ტონი კროოსზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები