შაფათავამ იტალიაში წყვილთა ტურნირი მოიგო!
Aa
Aa

შაფათავამ იტალიაში წყვილთა ტურნირი მოიგო!

ქართველმა ჩოგბურთელმა, სოფია შაფათავამ იტალიის ქალაქ კალიარის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ პულაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

შაფათავა და მისი მეწყვილე, ამინა ანშბა "სანტა მარგერიტა დი პულა"-ს 25 000-იან საერთაშორისო ტურნირზე პირველად ნომრად იყვნენ განთესილი და ფავორიტის სტატუსის გამართლება მოახერხეს.

ქართულ-რუსულმა დუეტმა ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, გადამწყვეტ მატჩში კი დი ჯუზეპე/რომანდინას იტალიურ წყვილს დაუპირისპირდა და 3 სეტში - 7:6; 2:6; 10:6 დაამარცხა.

შაფათავა ბოლო პერიოდში წყვილთა შორის გაცილებით ინტენსიურად თამაშობს და წელს მე-5 ტურნირი მოიგო, მათ შორის მე-2 უშუალოდ ანშბასთან ერთად.

ამინა ანშბა 19 წლისაა და აფხაზეთში გახლავთ დაბადებული, ტურნირებზე კი რუსეთის სახელით მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები