ლეგენდარული
Aa
Aa

ლეგენდარული "არისტოკრატი" წავიდა...

ლონდონის "ჩელსის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ კარიერა დაასრულა. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლოს" ასტონ ვილაში" თამაშობდა და შარშანდელი სეზონის შემდეგ უგუნდოდ იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერის საკუთარ რიგებში ხილვა "მოსკოვის სპარტაკს" სურდა, თუმცა ჯონმა რუსეთში გადასვლაზე უარი ოჯახთან დაკავშირებული საკითხების გამო თქვა.

ტერიმ კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო. ჯონმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა: „ფეხბურთელად ყოფნის საოცარი 23 წლიანი პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კარიერის დასასრულებლად ახლა სწორი დროა“.

„დიდი მადლობა“!

ტერიმ „ჩელსისთან“ ერთად პრემიერ ლიგის 5-ჯერ და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. "სტემფორდ ბრიჯზე" ყოფნისას იგი ევროპა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა და კოლექციას 5 ასოციაციისა და 3 ლიგის თასი შემატა.

37 წლის ფეხბურთელს სამწვრთნელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ბრიტანული ტაბლოიტების ცნობით იგი შესაძლოა მაურიციო სარის შტაბს შეუერთდეს ან „ასტონ ვილას“ თავკაცის ასისტენტად მოგვევლინოს.

ტერის "სამი ლომის" რიგებში 78, ხოლო "ჩელსის" მაისურით 700-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები