ბასილაშვილი ფედერერთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ფედერერთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი "ავსტრალიის ღია პირველობის" საწყის რაუნდში დიდი სლემის 17 გზის ჩემპიონ როჯერ ფედერერთან "როდ ლეივერ არენაზე" საათსა და 12 წუთში 2:6 1:6 2:6 დამარცხდა. 

ბასილაშვილის ანგარიშზე 2 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 9 "ვინერსია", 23 წლის ქართველმა პირველ მოწოდებაზე ბურთების 52% მოიგო (44-დან 23), ბადესთან კი 55%-იანი სიზუსტით გავიდა (11-დან 6 მოგებული ქულა). ნიკოლოზმა ფედერერის ჩაწოდება ერთხელ აიღო, როჯერმა კი იგივე 8-ჯერ მოახერხა.

შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები