Aa
Aa

არის! ბასილაშვილმა დელ პოტრო დაამარცხა და China Open-ის გამარჯვებული გახდა!

პეკინის 500-ან ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მეორე ტურნირი მოიგო!

ნიკამ პირველი სეტი ბრწყინვალედ ჩაატარა და დელ პოტროს მეორე ჩაწოდებაზე დააბრეიკა, რის შემდეგაც თამაში თავისი კარნახით წარმართა და 1-0-ზე დაწინაურდა.

ბასილაშვილი თამაშობდა აგრესიულად და თამამად, რამაც დელ პოტროს დაცვაში სიღრმიდან მოქმედება აიძულა. ეს კი ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

მეორე სეტი უფრო დაძაბულად წარიმართა. ორივე მათგანი საკუთარ ჩაწოდებას მაქსიმალურად უფრთხილდებოდა, თუმცა ბასილაშვილი ბრეიკთან უფრო ახლოს მიდიოდა ვიდრე არგენტინელი.

საბოლოოდ, სეტის ბოლოს ნიკამ დელ პოტროს ჩაწოდება მოიგო და პირველის მსგავსად ანგარიში ამჯერადაც 6:4 დააფიქსირა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის, ენდი მარისა და რაფაელ ნადალის შემდეგ პეკინის პირველობა ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო!

ბასილაშვილმა დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 733,320 ათასი დოლარი მიიღო და დღეიდან ის მსოფლიოს 23-ე ჩოგანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები