Aa
Aa

"რეალმა" ტრავმების გამო ბენზემა და ბეილი დაკარგა - საშინელი სერია - 1985 წლის შემდეგ პირველად

"რეალმა" ლა ლიგაში მორიგი ქულები დაკარგა და კონკურენტებს წინ გაჭრის საშუალება მისცა.

შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა დამრიგებელმა ხულენ ლოპეტეგიმ კიდევ უფრო ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა.

მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ბენზემასა და ბეილს ტრავმები აქვთ და მათი შეცვლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

"კარიმსა და გარეტს ტრავმები ჰქონდათ და მათი შეცვლა გარდაუვალი იყო.

ფეხბურთი ასეთია. მსგავსი რაღაცები ხდება და დღეს ეს მთელი ნეგატივით იყო.

ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და ჩვენი საქმისთვის მეტი დრო გვექნება".

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის "რეალმა" გუშინდელი მარცხის შემდეგ 1985 წელს კლუბის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე უარყოფითი შედეგი გაიმეორა. ლოპეტეგის გუნდს უკვე 4 მატჩია გოლი არ გაუტანია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბლანკოსი" "ლევანტეს" დაუპირსპირდება და მშრალი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები