დელ პოტრო VS ბასილაშვილი: ფინალის წინა კომენტარები
Aa
Aa

დელ პოტრო VS ბასილაშვილი: ფინალის წინა კომენტარები

ქართველი ჩოგბურთელი ნკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500-იანი ტურნირის ფინალში ითამაშებს და მისი მეტოქე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი არგენტინელი ხუან მანუელ დელ პოტრო იქნება.

ნახევარიფნალების შემდეგ დელ პოტრომ და ბასილაშვილმა პრესასთან კომენტარი გააკეთეს და ფინალის შესახებ ისაუბრეს.

როგორც მოგეხსენებათ არგენტინელი ჩოგბურთელი ფინალში უბრძოლველად გავიდა, რადგან მისი მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი ტრავმის გამო კორტზე არ გამოცხადდა.

"ჩემთვის ეს შესანიშნავი მომენტი იქნება, რომ კარგად დავისვენო, რადგან თავს 100%-ით მზად არ ვგრძნობ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში წინ ფინალი მელის და შევეცდები ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო.

ბასილაშვილმა უკვე მოიგო ჰამბურგი, მას დიდი პოტენციალი აქვს. მისი თამაში იმდენად ძლიერია, რომ ეს საინტერესო ფინალი იქნება".

ოპტიმისტურადაა განწყობილი ქართველი ჩოგბურთელიც, რომელიც ფინალს მოუთმენლად ელის.

"ნახევარფინალში ჩემი თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს რთული და სასტიკი მატჩი იყო. პირველ სეტში დიდი მოთმინების გამოჩენა მომიხდა. თავსაც იმდენად კარგად ვერ ვგრძნობდი.

დელ პოტროს წინააღმდეგ უდაოდ ძალიან საინტერესო ფინალი იქნება და მის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩემი აზრით ურთულესი შეხვედრა მელის".

შეგახსენებთ, რომ ფინალი თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები