კევინ-პრინც ბოატენგმა
Aa
Aa

კევინ-პრინც ბოატენგმა "მილანში" დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში „მილანი“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა. მილანელთაგან მეორე გოლის ავტორი კევინ-პრინც ბოატენგი გახდა, რომელიც „როსონერის“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს დაუბრუნდა. შემტევმა ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა.

„დიდებული დღე გამოვიდა. არ არსებობს იმაზე უკეთესი გრძნობა, ვიდრე „სან-სიროზე“ გოლის გატანაა. ეს მატჩი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან "ფიორენტინას" დამარცხება არასოდეს არ არის მარტივი. აქ იმისთვის ვარ, რომ სარგებელი მოუტანო კლუბს, პრეზიდენტსა და მწვრთნელს“ – განაცხადა კევინ–პრინც ბოატენგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები