EA Sports-ის შემდეგ NIKE-იც - რონალდუს პრობლემები ემატება და თავად ბრალს
Aa
Aa

EA Sports-ის შემდეგ NIKE-იც - რონალდუს პრობლემები ემატება და თავად ბრალს "რეალს" სდებს!

კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ ვითარება დღითიდღე იძაბება. როგორც ცნობილია ფეხბურთელს გაუპატიურებისთვის სასამართლოში უკვე უჩივლეს და გამოძიებაც მიმდინარეობს.

ამ სკანდალური სიახლის გავრცელების შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" აქციები დაეცა.

ბირჟაზე "იუვეს" აქციის ფასი დღეს 5%-ით დაეცა და 1,25 ევრო გახდა.

EA Sports-მა კრიშტიანუ რონალდუს ფოტო თავისი ოფიციალური ვებ გვერდიდან წაშალა.

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ პოპულარული თამაშის FIFA 19-ის სახეა.

La Repubblica-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდუს საქმეს ყურადღებით აკვირდება NIKE-ი.

არ არის გამორიცხული რომ ამერიკულმა კომპანიამ რონალდუს კონტრაქტიც გაუწყვიტოს. ეს ყველაფერი გამოძიებაზეა დამოკიდებული, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ მიმდინარეობს.

La Repubblica იმასაც წერს, რომ რონალდუ ამ ყველაფერს მადრიდის "რეალსა" და მის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს აბრალებს.

უეფასა და ფიფას ჯილდოების გარეშე დარჩენა, უაზრო გაძევება "ვალენსიასთან" მატჩში, ზემოხსენებული სარჩელი სასამართლოში - კრიშტიანუ ამ ყველაფერში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფლორენტინო პერესს მიიჩნევს, რომელთანაც ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში დაეძაბა.

ხსენებული ინფორმაცი რა თქმა უნდა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ბრიტანული გამოცემა Sun-ი წერს, რომ რონალდუსთვის ასეთი ბრალდება უცხო და ახალი როდია. 2005 წელს ფეხბურთელს ძალადობისთვის პირველად უჩივლეს, თუმცა დამამტკიცებელი ფაქტების არქონის გამო მას ბრალი ვერ წაუყენეს. საქმე ეხებოდა ლონდონში სანდერსონის ოტელში მომხდარ ინციდენტს.

ადვოკატები საქმის ხელახლა გადახედვას ითხოვენ.

ევროპული პრესა უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები