Aa
Aa

"იბრას "მილანში" შესანიშნავი მოგონებები აქვს და მან თავისი გულის ნაწილი იქ დატოვა"

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზამთარში შესაძლოა ევროპაში კერძოდ კი "მილანში" დაბრუნდეს.

ამის შესახებ კომენტარი თავად იბრამ და მისმა აგენტა მინო რაიოლამაც გააკეთა.

ზლატანი: "ყოველთვის უამრავი ჭორი ვრცელდება. მე მთელს მსოფლიოს ვუნდივარ. ეს ნორმალურია".

მინო რაიოლა: "ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან საუბრები რომლებიც სხვადასხვა კლუბებთან გვქონდა ახლა აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენ წინადადებების განსახილველად მზად ვართ.

როგორც იქნა "მილანი" ამჟამად საიმედო ხალხის ხელშია.

მე კარს არც ვაღებ და არც ვხურავ. იბრასა და ლეონარდოს შორის შესანიშნავი ურთიერთობა არის. ისინი ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

იბრას "მილანში" შესანიშნავი მოგონებები აქვს და მან თავისი გულის ნაწილი იქ დატოვა. ის ისეთივე ბედნიერი იყო როგორც "პსჟ"-ში ყოფნის დროს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პირობებს შემოგვთავაზებს "მილანი", ან სხვა ნებისმიერი გუნდი ზლატანის გასაფორმებლად".

იბრას "სან სიროზე" დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ვნახთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები