EA Sports-მა ოფიციალური საიტიდან რონალდუს ფოტო წაშალა!
Aa
Aa

EA Sports-მა ოფიციალური საიტიდან რონალდუს ფოტო წაშალა! "იუვენტუსის" აქციების ფასი დაეცა!

ბოლო დღეებში კრიშტიანუ რონალდუ პრესის მთავარი თემაა. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა სასამართლოში უჩივის და მას ბრალს გაუპატიურებაში სდებს.

საქმე ეხება 2009 წლის ღამეს, რომელიც ლას ვეგასში იყო. როგორც 34 წლის მაიორგამ გერმანულ Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბრალდებებთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტიც გამოაქვეყნა.

მიუხედავად რონალდუს მყისიერი რეაქციისა და ბრალდებების უარყოფისა, როგორც ჩანს ფეხბურთელს პრობლემები მაინც ექმნება.

მაიორგას ადვოკატებმა რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანეს და გამოძიებაც დაწყებულია.

ამ სკანდალური სიახლის გავრცელების შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" აქციები დაეცა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" აქციები რონალდუს ტრანსფერის შემდეგ გამუდმებით იზრდებოდა, თუმც ამ ამბავმა ყველაფერი შეცვალა.

ბირჟაზე "იუვეს" აქციის ფასი დღეს 5%-ით დაეცა და 1,25 ევრო გახდა.

ეს ჯერ ყველაფერი არ არის. EA Sports-მა კრიშტიანუ რონალდუს ფოტო თავისი ოფიციალური ვებ გვერდიდან წაშალა.
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ პოპულარული თამაშის FIFA 19-ის სახეა.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგით დასრულდება ეს მეტად აქტუალური თემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები