ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლით ''კრასნოდარმა'' ''სევილია'' დაამარცხა
Aa
Aa

ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლით ''კრასნოდარმა'' ''სევილია'' დაამარცხა

უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში რუსულმა ''კრასნოდარმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''სევილია.'' გამარჯვების გოლი ბრწყინვალე დარტყმით ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

პირველი ტაიმი ''კრასნოდარის'' აფრიკელი ნახევარმცველის, შარლ კაბორეს ავტოგოლით ''სევილიამ'' მოიგო. 72-ე წუთზე ურუგვაელმა მაურისიო პერეირამ ანგარიში გაათანაბრა.

84-ე წუთზე მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ოთხ წუთში კლაესონის პასის შემდეგ აკრობატულ ნახტომში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

''კრასნოდარის'' ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ გასახდელში

2 ტურის შემდეგ ''კრასნოდარი'' 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. პირველ ტურში ''კრასნოდარმა'' სტუმრად კლაესონის ერთადერთი გოლით თურქული ''აკხისარ ბელედიესპორი'' დაამარცხა.

ოქრიაშვილმა გოლი ანალოგიურ სტილში 2016 წლის 27 ნოემბერს ''ზენიტს'' გაუტანა. ''ოქრი'' აღნიშნულ მატჩშიც ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში და მეოთხე დამატებულ წუთზე ''კრასნოდარს'' მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები