როი კინი:
Aa
Aa

როი კინი: "მანჩესტერში ბევრი "მტირალა ბავშვი" თამაშობს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მოთამაშეების ნაწილი გააკრიტიკა და მათ „მტირალა ბავშვები“ უწოდა. ირლანდიელმა ნახევარმცველმა ჟოზეს მხარი დაუჭირა და პორტუგალიელს რთული ხასიათის მქონე ფეხბურთელებთან ურთიერთობაში წარმატება უსურვა.

მოურინიოს და პოგბას დაპირისპირების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ბრიტანული გამოცემების ცნობით კი ბოლო პერიოდში „მოუს“ ურთიერთობა ანტონიო ვალენსიასთანაც გაუფუჭდა.

„ჩვენ ფეხბურთელებზე და მთავარ მწვრთნელებზე ვსაუბრობთ. ბუნებრივია, რომ ყველა მოთამაშეს გუნდის თავკაცთან კარგი ურთიერთობა ვერ ექნება და სპეციალისტიც ვერ მოაჩვენებს მათ თავს ისე, თითქოს ყველა მოთამაშეს იდეალურად ეწყობა“.

„მნიშვნელობა არ აქვს გუნდის თავკაცთან რა სახის უთანხმოება გაქვს, როდესაც მოედანზე გადიხარ გუნდისთვის თამაშობ და არა მთავარი მწვრთნელისთვის“.

„არ მაინტერესებს კლუბის თავკაცთან რა პრობლემები გაქვს! არ მაინტერესებს ერთმანეთს ფიზიკურად შეეხეთ თუ არა, რადგან მსგავსი რამ ყველგან ხდება და გამონაკლისი არც საფეხბურთო სამყაროა! ხალხი ერთმანეთს ხშირად უპირისპირდება და  ეს ახალი ამბავი ნამდვილად არაა“.

„როდესაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ხარ, „იუნაიტედის“ მაისურს ირგებ და მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო! და თუ 100 პროცენტით მხოლოდ იმიტომ არ იხარჯები, რომ ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ, მაშინ ბოდიში მაგრამ მე მხარს მოურინიოს ვუჭერ“.

„ფეხბურთელები, რომლებსაც ვიღაცასთან უთანხმოება აქვთ და ფიქრობენ: „არ ვივარჯიშებ, რადგან მასზე გაბრაზებული ვარ“, ნამდვილი „მტირალა ბავშვები“ არიან. სამწუხაროდ "მანჩესტერში" რამდენიმე ასეთი მოთამაშეა".

"ნებისმიერ შეხვედრაში ოჯახისთვის, ქალაქისთვის და შენი სიამაყის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლო და სულ არ უნდა გაინტერესებდეს გუნდის თავკაცი ან სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრი რას იტყვის. თუ მათთან რაიმეს გარკვევა გინდა, შეგიძლია თამაშის შემდეგ დაელაპარაკო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები