ბასილაშვილმა ვერდასკო დაამარცხა და მეოთხედფინალშია!
Aa
Aa

ბასილაშვილმა ვერდასკო დაამარცხა და მეოთხედფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის 500 სარეიტინგო ქულიან ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ფერნანდო ვერდასკო იყო, რომელსაც კარიერაში პირველად ხვდებოდა.

ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 7:6 6:4 დამაარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ნიკოლოზმა 6 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 43-დან 30, ხოლო მეორეზე 32-დან 18 ქულა მოიგო. მან ვერდასკოს ჩაწოდება 3-ჯერ მოიგო, თავად კი 2 მოწოდება დათმო.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მალეკ ჯაზირისა და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები