სუბისარეტა:
Aa
Aa

სუბისარეტა: "სუარესი "ბარსაში" შემთხვევითაა"...

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ლუის სუარესის ტრანსფერის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იმ სატრანსფერო ბაზარზე კატალონიელები ნომერ პირველ კანდიდატად სხვა თავდამსხმელს, კერძოდ სერხიო აგუეროს განიხილავდნენ. 

"ჩვენს კლუბს მაშინ სხვა ინტერესი ჰქონდა, სუარესი სათადარიგო ვარიანტი იყო და როცა აგუეროს ტრანსფერი ჩაიშალა, ურუგვაელზე მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ამ ყველაფრის შესახებ თავად სუარესმაც მშვენივრად იცოდა". - განუცხადა marca-ს რეპორტიორს სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" სუარესი 2014 წლის ზაფხულში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ფეხბურთელმა პირველსავე სეზონში 44 შეხვედრაში 31 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები