ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

12 და 16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი მატჩი ელის. გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფინეთს ესტუმრება, მერე კი პოლონეთს. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილს ფინეთთან ინაწილებს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ზემოხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები

ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები

გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები

აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები

ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები